1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე.
3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
წიგნი IV
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაც
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…აქტით 2008 წლის 16 სექტემბერს, მართვისა და განკარგვის უფლებით სადავო ავტომანქანა გადასცა გ. კ-ეს, როგორც,,საკუთრების მიმნდობმა“, არ შეიძლება გამხდარიყო სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45–ე და 65–ე მუხლების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების სხვა პირზე გადაკისრების საფუძველი, მით უფრო, რომ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე…
…ზომად განესაზღვრა სანქცია იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, 1500 ლარის ოდენობით. კასატორის განმარტებით, სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45.1, 47.1, 65.1, 246.1, 238-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება, რომ ავტომობილის წარდგენაზე ვალდებული იყო ახალი მეპატრონე, ვერ გახდება დაკისრებული საგადასახადო…
…დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 197-ე მუხლის 4 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 140-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე, საგადასახადო…
…არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე…
…სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციებს „eCustoms“ ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროდედურაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი…