1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.
2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);
ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად;
ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება 1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას. 2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით); ბ) თუ განხორციელდა საბქაჟრთველოს სამბართჟო კანონმდებლობის დარღვევის ჩადენისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა; გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად; ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
…საბაჟო რეჟიმი ნიშნავდა უცხოური საქონლის გატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქონლის რეექსპორტი დაიშვებოდა საბაჟო ორგანოს ნებართვით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. იმავე კოდექსის 62-ე მუხლი კი განსაზღვრავდა საქონლის რეექსპორტის პირობებს, რომლის თანახმადაც, საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას…
…თავდებობა 2000წ. 31 მაისს გაგრძელდა იმავე პირობებით 2000წ. 31 დეკემბრამდე. დადგენილ იქნა, რომ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული 191 ტონა დიზელის საწვავი საქონლის რეექსპორტის სავალდებულო საბაჟო რეჟიმში არ მოქცეულა და საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილით განიხილებოდა იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად, რომელიც ამავე კოდექსის 71-ე მუხლით ექვემდებარებოდა დამატებითი ღირებულების,…
…ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ1 ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით…
…საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ…
…შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.…
…ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ1 “ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით…
…შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული…