თავი VIII — იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია
1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი გარანტიები:
ა) საბანკო გარანტია;
ბ) დაზღვევის პოლისი;
გ) დეპოზიტი;
დ) თავდებობა, გარდა ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიებისა;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა გარანტია.
2. პირს უფლება აქვს, წარადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი გარანტია.
3. საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შეცვლა, თუ წარდგენილი გარანტია საბაჟო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისთვის შესაბამისი არ არის. საბაჟო ორგანოს შეუძლია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს, არ შეცვალოს წარდგენილი გარანტია განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
4. გარანტიის დეპოზიტის სახით წარდგენის შემთხვევაში ამ დეპოზიტთან დაკავშირებით საბაჟო ორგანო სარგებელს არ იხდის.
5. გარანტიის წარდგენისა და მისი მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…(1997 წ.) მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმი ნიშნავდა საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მუდმივად დატოვებას ამ ტერიტორიაზე, მისი გატანის ვალდებულების გარეშე. ხსენებული კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავდა საქონლის გატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ მისი ამავე ტერიტორიაზე შემოტანის…
…ფორმალობის მიმართ ვალდებული პირის ან საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე; ბ) საერთო, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად. 9. საქართველოს საბაჟო კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, გარანტიის სახეებია: ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი 4-01); ბ)…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 80. გარანტიის მიღება— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე