1. არაფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ბ) ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით.;
გ) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
დ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ე) კორონაროგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ვ) ბიოფსია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ზ) პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
თ) დედით ან მამით ობოლ ბავშვთა სკოლაში პანსიონური მომსახურება.
2. არ დაფინანსდება პლასტიკური ოპერაციები და სტაციონარული მკურნალობა.
თავი II
ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაც