1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა განისაზღვრება ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

2. არაფულადი შემოწირულების საქონლისა და მომსახურების იდენტური საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება შეფასების ანალოგიის მეთოდის გამოყენებით.

3. პარტიის/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ანაზღაურების გარეშე გაწეული ისეთი სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული სპეციალური განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებასთან, შეფასებას არ საჭიროებ