საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ბიუროს წარედგინება:

ა) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ;

ბ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ;

გ) მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე − მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ. ანგარიშში აისახება ინფორმაცია პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ;

დ) არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან  არაუგვიანეს ერთი თვისა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ და დაერთვის აუდიტორული (აუდიტორული ფირმის) დასკვნა. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშ