1. პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი.
2. ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში პარტია უფლებამოსილია მის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე მისი გახსნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც პარტიის სურვილის შესაბამისად, ჩაირიცხება მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ან პარტიის სახელზე არსებულ სხვა ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებული