1. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით.
2. პარტიამ/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია ბიუროს უნდა მიაწოდოს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №4.5-ის შესაბამისად.
3. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობით წარმოსადგენ საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5.5-შ