1. საარჩევნო კამპანიის ფონდი წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშს, საიდანაც ფინანსდება საარჩევნო კამპანია.
2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებ