1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) შემოწირულებები და საწევრო შენატანები – ფორმა №1;
ბ) შემოსავლები (საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა) – ფორმა №2;
გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3;
დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების გარდა) – ფორმა №4;
ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1;
ვ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №4.2;
ზ) მივლინებები – ფორმა №4.3;
თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №4.4;
ი) რეკლამის ხარჯი – ფორმა №4.5;
კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5;
ლ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1.
მ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №5.2;
ნ) მივლინებები – ფორმა №5.3;
ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №5.4;
პ) რეკლამის ხარჯი – ფორმა №5.5;
ჟ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №6;
რ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №7;
ს) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №7.1;
ტ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №8;
უ) უძრავი ქონების რეესტრი – №8.1;
ფ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №8.2;
ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №8.3;
ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა № 9;
ყ) სესხი/კრედიტი – 9.1;
შ) შემაჯამებელი ფორმა.
2. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი. ცვეთის დარიცხვა წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ხდება თანაბრად, სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად.
3. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში თავისი შემოსავლის, გასავლის და ქონებრივი მდგომარეობის გარდა, ასახოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. ამ ხარჯებში არ იგულისხმება აღნიშნული კანონის 261 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ პარტიის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით გაწეული ხარჯები.
4. საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა №4-ის საკასო ხარჯში და ფორმა №5-ის ფაქტობრივ ხარჯში.
5. პარტია გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომში – ბიურო) უგზავნის ყოველი წლის 1 თებერვლამდე. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, უფლება აქვს წარადგინოს წლიური საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული დასკვნის გარეშე, ხოლო ფინანსური ბრუნვის არარსებობის შემთხვევაში − მხოლოდ წერილობითი განცხადებ