1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10;
ბ) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11;
გ) შეღავათიანი პირობით აღებული კრედიტები − ფორმა №12;
დ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13;
ე) საწევრო შენატანები – ფორმა №14;
ვ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16;
ზ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ანგარიშის ფორმა პარტიის/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ივსება იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო და ბიუროს წარედგინება 5 სამუშაო დღის ვადაშ