1. საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ ივსება ფორმა №15 ამ მუხლით დადგენილი პერიოდულობით.
2. პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ფორმა №15 ბიუროს წარედგინება 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ფორმა №15 ბიუროს წარედგინება საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშებთან ერთად ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პერიოდულობით.
4. საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ ბიუროსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლით განსაზღვრული წეს