1. პარტია/საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია თავის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. იგივე შეზღუდვა მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული ხარჯების განხორციელებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება პარტიასთან/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთან/საარჩევნო სუბიექტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების შრომის ანაზღაურებასა და მივლინების ხარჯებზე, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარ