1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად:
ა) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გამოიყენოს მისი საბანკო ანგარიში;
ბ) ისარგებლოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდგომ გახსნილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენი პირის პირადი ანგარიშით.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციამდე, ბიუროს წინაშე ანგარიშვალდებულ პირებად ითვლებიან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ფიზიკური პირები.
3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდგომ, ბიუროს წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლება თავად კანდიდატ