1. საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშში აისახება შესაბამისი ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის მდგომარეობით, ასევე საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ.

2. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №4.5 ფორმებისა.

3. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის შედგენისას არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ფორმა №2 დამატებით ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მისი სურვილის შესაბამისად ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს არ წარმოადგენს.

4. საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესაძენად არასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5-ის ფაქტობრივ ხარჯში, ხოლო ამავე მიზნით საარჩევნო პერიოდში ფონდის ანგარიშის გახსნამდე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აისახება საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა №5-ის ფაქტობრივ და საკასო ხარჯებში. აღნიშნული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარადგინოს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშებთან ერთად.

5. ფინანსური ბრუნვის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ნაცვლად საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ წერილობითი განცხადებ