1. სალაროდან ამოღებული ნაღდი ფული ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, იმავე დღეს უნდა იქნეს შეტანილი საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშსწორების ანგარიშზე, საიდანაც საინკასო დავალების მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა და მათი შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვა.
2. თუ იმავე დღეს ფულის შეტანა საბანკო დაწესებულებაში შეუძლებელია, იგი შეტანილ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.
3. ფულის შეტანა საბანკო დაწესებულებაში ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
4. თუ გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი უარს განაცხადებს საბანკო დაწესებულებაში ფულის შეტანაზე, აღნიშნული პროცედურა განხორციელდება მის გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
5. საბანკო დაწესებულებაში თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტთა ასლები უნდა დაერთოს “სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების” ოქმს.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერე