1. საგადასახადო ორგანო, განიხილავს პირის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების მიზნით წარდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, განცხადება 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ დანართებთან ერთად საგადასახადო ორგანოს მიერ იგზავნება შემოსავლების სამსახურში.
3. თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადა აღემატება ერთ წელს, გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მასალები ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. საგადასახადო ორგანოდან მიღებული მასალების შესწავლის შემდგომ, 61-ე მუხლის გათვალისწინებით
, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახური უფროსი ან საგადასახადო ორგანოს უფროსი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, შემოსავლების სამსახურის უფროსის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ეგზავნება პირს და შესაბამის საგადასახადო ორგანო