1. საინკასო დავალება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც გადასახადის გადამხდელს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.

2. საინკასო დავალების გამოყენების, შევსების და გაფორმების წესი რეგულირდება „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით.

3. საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და საინკასო დავალებების მიღებას საინკასო დავალებების ასლებზე ხელმოწერით და ბეჭდის დასმით, თარიღისა და დროის (საათი, წუთი) მითითებით.

4. თუ ცენტრალურ (სათავო) საბანკო დაწესებულებას აქვს მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების ელექტრონული სისტემა, საინკასო დავალების წარდგენა ხდება საბანკო დაწესებულების ცენტრალურ (სათავო) ან უშუალოდ იმ ფილიალში, სადაც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების ელექტრონული სისტემის არარსებობის შემთხვევაში კი საინკასო დავალების წარდგენა ხდება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებაში, სადაც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.

5. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება.

თავი XIV

პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღე