მატერიალური ფორმის საინკასო დავალების რეკვიზიტებია:
ა) გადამხდელის დასახელება:
ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) გადამხდელის ბანკის დასახელება;
გ) გადამხდელის ბანკის კოდი;
დ) მიმღების დასახელება;
ე) მიმღების ანგარიშის ნომერი ან სახაზინო კოდი;
ვ) მიმღების ბანკის დასახელება ან სახელმწიფო ხაზინა;
ზ) მიმღების ბანკის კოდი;
თ) გადახდის ოპერაციის დანიშნულება;
ი) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით;
კ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება;
ლ) საინკასო დავალების გაცემის თარიღი;
მ) საინკასო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
ელქტრონული ფორმით საინკასო დავალების გაცემისას, ბანკსა და საინკასო დავალების გამცემს შორის შეთანხმება ან/და პროტოკოლი უნდა ითვალისწინებდეს საინკასო დავალების მინიმუმ იმ რეკვიზიტებს, რომლის საფუძველზეც გადამხდელის ბანკის მიერ შესაძლებელი იქნება მისი შესრულება შესაბამისი საგადახდო სისტემის საშუალებით.
საინკასო დავალებაში გადამხდელის ანგარიშის მითითება, სავალდებულო არ არის. თუ საინკასო დავალებაში მითითებულია გადამხდელის ანგარიში, ბანკი არ არის ვალდებული შეამოწმოს მითითებული ანგარიშის სისწორე და გადამხდელის იდენტიფიცირებას ახორციელებს მხოლოდ საინკასო დავალებაში მითითებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კერძო აღმასრულებელის მიერ გაცემულ საინკასო დავალებას სავალდებულო წესით უნდა ახლდეს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული მათი ასლები.
ბანკში წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი გაფორმებული უნდა იყოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა