მიმღების ბანკი ვალდებულია ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა განახორციელოს მხოლოდ მიმღების IBAN ფორმატის ანგარიშის მიხედვით.

თუ საზღვარგარეთიდან განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება ან ტოლია 10 000 (ათი ათასი) ევროს, აშშ დოლარს, ან 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, ბანკი ვალდებულია თანხის ჩარიცხვა განახორციელოს მიმღების IBAN ფორმატის ანგარიშის და დასახელების მიხედვით. ამ რეკვიზიტებიდან მხოლოდ ერთერთის შესაბამისობის შემთხვევაში მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა დაუშვებელია და სახსრების მფლობელის დადგენამდე ბანკს უფლება აქვს შეაჩეროს მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა.

თუ საზღვარგარეთიდან განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ევროს, აშშ დოლარს, ან 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მიმღების ბანკი ვალდებულია თანხის ჩარიცხვა განახორციელოს მხოლოდ მიმღების IBAN ფორმატის ანგარიშის მიხედვით.

თუ მიმღების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული რეკვიზიტის საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილია აღრიცხოს მიღებული თანხა „გაურკვეველი  თანხების ანგარიშზე“. მიმღების ბანკი ვალდებულია მიიღოს ზომები თანხის მიმღების დასადგენად. თუ მიმღების დადგენა ვერ განხორციელდა 3 საბანკო დღის განმავლობაში, მაშინ მიმღების ბანკი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს მეორე საბანკო დღეს თანხა დაუბრუნოს გადამხდელს საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების შესაბამისად (დაბრუნების მიზეზის მითითებით), გარდა საზღვარგარეთიდან განხორციელებული ჩარიცხვებისა. თუ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა საზღვარგარეთიდან, მიმღების ბანკი მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

გადამხდელის ბანკიდან მიმღების შესახებ დაზუსტებული მონაცემების მიღების შემთხვევაში, მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა წარმოებს მიღებული საგადახდო საბუთის და დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, ამასთან, ამ ოპერაციის შესრულებისას, დანიშნულებაში ან დამატებითი ინფორმაციის ველში მიეთითება იმ დოკუმენტის ნომერი და თარიღი, რომლითაც მოხდა მონაცემების დაზუსტება.
თავი III
საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულების წე