თუ საკრედიტო საგადახდო დავალების ინიციირება ხდება ელექტრონულად, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, როდესაც არ ხდება გადამხდელის იდენტიფიცირება გადამხდელისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უშუალო კონტაქტის საფუძველზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ერთჯერადი გადახდის ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება გადახდის ოპერაციის შესრულება. ამ შემთხვევაში გადახდის ოპერაციის დამადასტურებელი ქვითარი ან კლიენტისთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ყველა იმ რეკვიზიტს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გადახდის ოპერაციის სხვა გადახდის ოპერაციებისგან გამორჩევა