თუ ლარით საკრედიტო გადახდის ოპერაციაში მიმღების ბანკის ველში მითითებულია სახელმწიფო ხაზინა, მაშინ საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტებია:
ა) გადამხდელის შესახებ:
ა.ა.) გადამხდელის დასახელება:
ა.ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი; ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო კოდი ან/და არარეზიდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ქვეყნის დასახელება;
ა.ბ) გადამხდელის ანგარიშის ნომერი;
ა.გ) გადამხდელის ბანკის დასახელება;
ა.დ) გადამხდელის ბანკის კოდი;
ბ) პირის შესახებ, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა:
ბ.ა) პირის დასახელება;
ბ.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მიმღების შესახებ:
გ.ა) სახაზინო კოდი;
გ.ბ) გადასახადის ამკრეფის და თვითმმართველი ერთეულის დასახელება;
გ.გ) მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა;
გ.დ) სახელმწიფო ხაზინის კოდი;
დ) გადახდის ოპერაციის დანიშნულება;
ე) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით;
ვ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება;
ზ) გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღი (ივსება იმ შემთხვევაში თუ დავალების შესრულება მომავალი თარიღით ხდება);
თ) საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი;
ი) საგადახდო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
თუ გადამხდელი ახდენს სხვა პირის მაგივრად გადახდას, ასეთ შემთხვევაში გრაფაში „გადამხდელის დასახელება“ მიეთითება იმ პირის დასახელება, რომელიც ახდენს საკუთარი ფულადი სახსრების გადახდას, ხოლო „პირის დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის დასახელება, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა. ამავე დროს გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ მიეთითება იმ პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა.
სახაზინო სამსახურში უცხოური ვალუტით გადახდის ოპერაციის შემთხვევაში სახაზინო კოდი არ მიეთითება.
სახაზინო სამსახურში გადახდის ოპერაციის შესაბამისი საკრედიტო საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლის მე-5-მე-13 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებ