1. ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;

გ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას, ხოლო ამ წესის III თავის მიზნებისათვის პირი, რომლის ანგარიშიდანაც ხდება  საინკასო დავალების შესრულება;

დ) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;

ე) პირი – განსაზღვრული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებით დამკტიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ვ) საკრედიტო გადახდის ოპერაცია (საკრედიტო გადარიცხვა) − გადამხდელის მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია;

ზ) საკრედიტო საგადახდო დავალება – გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის გადაცემული დავალება საკრედიტო გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;

თ) საგადახდო ანგარიში (ანგარიში) - პირის მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტის, საკორესპონდენტო, საკასო მომსახურების, ნომინალური მფლობელობის ანგარიში, რომლიდანაც კანონმდებლობით დაშვებულია გადამხდელის თანხმობით გადახდის ოპერაციის განხორციელება. საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულებისას საგადახდო ანგარიშად განიხილება მხოლოდ პირის მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტის, საკორესპონდენტო, საკასო მომსახურების ანგარიში, რომლიდანაც აღნიშნული ოპერაციის შესრულება ხორციელდება გადამხდელის თანხმობის გარეშე;

ი) ბანკის კოდი/სახელმწიფო ხაზინის კოდი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მონაწილის კოდი.

კ) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) - „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცით  განსაზღვრული ფორმატის შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი;

ლ) სადებეტო საგადახდო დავალება - მიმღების მიერ გაცემული საგადახდო დავალება. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გაცემული დავალება გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს პირი მოქმედებს როგორც გადამხდელი;

მ) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ ბანკისადმი გაცემული სადებეტო საგადახდო დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი (გადამხდელის) თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვაზე;

ნ) სადებეტო გადახდის ოპერაცია (სადებეტო გადარიცხვა) - მიმღების  მიერ ინიციირებული გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ ინიციირებული გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს პირი მოქმედებს როგორც გადამხდელი;

ო) საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადი - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის გადასახადი;

პ) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი (სახაზინო კოდი) – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი;

ჟ) საიდენტიფიკაციო ნომერი - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი;

რ) საგადახდო დავალების შესრულება - პროვაიდერის მიერ გადამხდელის ანგარიშის დადებეტება დავალებაში მითითებული თანხის ოდენობით და/ან დავალებაში მითითებული თანხის ჩარიცხვა მიმღების ანგარიშზე (თუ მიმღების ანგარიში ამავე პროვაიდერთან არის) ან მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე (თუ მიმღები სხვა პროვაიდერის მომხმარებელია) ;

ს) საინკასო დავალების ნაწილობრივი შესრულება - პროვაიდერის მიერ გადამხდელის ანგარიშის დადებეტება საინკასო დავალებაში მითითებული თანხის მხოლოდ ნაწილის ოდენობით, გადამხდელის ანგარიშზე საინკასო დავალების შესასრულებლად საკმარისი ხელმისაწვდომი თანხის არარსებობის გამო.

ტ) სახელმწიფო ორგანო - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),უ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია - გადახდის ოპერაცია, რომლის შესრულება პროვაიდერის მიერ ხდება ფიზიკური პირის მიერ პროვაიდერისათვის გადაცემული ნაღდი თანხის ფარგლებში, აღნიშნული თანხის ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩარიცხვის გარეშე. აღნიშნული ოპერაციისას პროვაიდერისთვის გადაცემული ნაღდი თანხის ოდენობა წარმოადგენს გადახდის ოპერაციის (ოპერაციების) თანხისა და საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამს;

ფ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი;

ქ) ტრანზაქციის უნიკალური კოდი - პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესების საფუძველზე, ან/და მისი შიდა სისტემისთვის  განსაზღვრული ასოების, ციფრების ან სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც ენიჭება აღნიშნული სისტემებით შესრულებული გადახდის ოპერაციებს და რომელიც უნიკალურია თითოეული ოპერაციისთვის.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობები.

თავი IIსაკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულების წე