ეს მუხლი განსაზღვრავს საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტების ჩამონათვალს, როდესაც საკრედიტო გადახდის ოპერაციის მიმღები არ არის სახელმწიფო ხაზინა (საგადახდო დავალების მიმღების ბანკის ველში მითითებული არ არის სახელმწიფო ხაზინა).
ლარის საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტებია:
ა) გადამხდელის დასახელება:
ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი;
ბ) გადამხდელის ანგარიში:
ბ.ა) გადამხდელის ანგარიშის ნომერი ან
ბ.ბ) შიდასაბანკო ანგარიშის ნომერი (მხოლოდ ფიზიკური პირის ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისთვის);
გ) გადამხდელის ბანკის დასახელება;
დ) გადამხდელის ბანკის კოდი;
ე) მიმღების დასახელება;
ვ) მიმღების ანგარიშის ნომერი;
ზ) მიმღების ბანკის დასახელება;
თ) მიმღების ბანკის კოდი;
ი) გადახდის ოპერაციის დანიშნულება;
კ) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით;
ლ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება;
მ) გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღი (ივსება იმ შემთხვევაში თუ დავალების შესრულება მომავალი თარიღით ხდება);
ნ) გადამხდელის ბანკში საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი;
ო) საგადახდო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საკრედიტო საგადახდო დავალებას ემატება შემდეგი ველები: ინფორმაცია პირის შესახებ, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა:
ა) პირის დასახელება;
ბ) პირის საიდენტიფიკაციო კოდი და/ან მიმღების მიერ ბანკთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული სხვა ნებისმიერი იდენტიფიკატორი;
თუ ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში, საკრედიტო საგადახდო დავალებაში გადამხდელის დასახელების გარდა მითითებული უნდა იქნას გადამხდელი (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) ფიზიკური პირის პირადი ნომერი საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის უცხოური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ამ დოკუმენტის გამცემი ქვეყნის დასახელება.
თუ გადამხდელი ფიზიკური პირი ახორციელებს ერთჯერადი გადახდის ოპერაციას, მაშინ ბანკი ვალდებულია თავად მიუთითოს გადამხდელის ანგარიშის ველში ანგარიშის (შიდასაბანკო ანგარიშის) ნომერი.
უცხოური ვალუტის გადახდის ოპერაციის შესრულებისას, შესაბამისი საკრედიტო საგადახდო დავალება შესაძლოა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებულ რეკვიზიტებს შესაბამისი საგადახდო ან შეტყობინების გაცვლის სისტემის წესების შესაბამისად.
თუ უცხოური ვალუტის გადახდის ოპერაციის განხორციელებისას შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერი არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი პირი ან მისი ადგილსამყოფელი არ არის საქართველოს ტერიტორია, მაშინ უცხოური ვალუტის საკრედიტო საგადახდო დავალება უნდა შეიცავდეს:
ა) გადამხდელის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: დასახელება, ანგარიშის ნომერი (გარდა ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისა), საიდენტიფიკაციო ნომერი ან/და მისამართი ან/და ფიზიკური პირის დაბადების თარიღი და ადგილი.
ბ) მიმღების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: დასახელება და ანგარიშის ნომერი, თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში ანგარიშის ნომერი იღებს მონაწილეობას.
თუ მე-7 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ოპერაციის შესრულებაში არ მონაწილეობს გადამხდელის ან/და მიმღების ანგარიში, მაშინ მითითებული უნდა იყოს ტრანზაქციის უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ამ ოპერაციის გამორჩევა სხვა ოპერაციებისან.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში მონაწილეობს როგორც შუამავალი, ვალდებულია გადამხდელის და მიმღების შესახებ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია სრულად გადასცეს მიმღების პროვაიდერს გადახდის ოპერაციის სხვა რეკვიზიტებთან ერთად.
საკრედიტო საგადახდო დავალების შევსება ხდება ქართულ ენაზე, ასევე დასაშვებია საგადახდო დავალების ინგლისურ ენაზე შევსება.
გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილ საკრედიტო საგადახდო დავალებაზე თანხა მითითებულ უნდა იქნას როგორც ციფრებით, ასევე სიტყვებით (დასაშვებია თეთრების მხოლოდ ციფრებით მითითება). მათ შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, დავალება არ სრულდება.
საკრედიტო საგადახდო დავალებაში თარიღი მიეთითება შემდეგი ფორმატით დდ.თთ.წწწწ ან დდ.თთ.წწ. დასაშვებია თვის დასახელების მითითება სიტყვებით.
მატერიალური ფორმით წარდგენილ საკრედიტო საგადახდო დავალებას ხელს აწერს საკრედიტო დავალების გაცემაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირი (პირები).
ამ მუხლით განსაზღვრული რეკვიზიტების გარდა, კომერციული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საკრედიტო საგადახდო დავალების სხვა დამატებითი რეკვიზიტებ