1. ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს არამეწარმე ფიზიკური პირის გადახდის ოპერაციები, საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე:

ა) ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ხელმისაწვდომი თანხის (მათ შორის სესხის და/ან ოვერდრაფტის) ფარგლებში;

ბ) ერთჯერადი გადახდის ოპერაციის სახით, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში  ან:

ბ.ა) ოპერაციის დანიშნულება არის საყოფაცხოვრებო გადასახადის, სამედიცინო მომსახურების გადასახადის ან სწავლების საფასურის გადახდა;

ბ.ბ) გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

2. დაუშვებელია ერთჯერადი გადახდის ოპერაციის დავალების გაცემა/მიღება მომავალი შესრულების თარიღი