1.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად აცნობოს გადამხდელს ამის შესახებ.

2.ერთჯერადი გადახდის ოპერაციის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია:

ა) აცნობოს გადამხდელს დავალების შესრულებაზე უარის შესახებ დავალების წარგენისთანავე; ან

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია გადამხდელის მიერ დავალების შესრულების სტატუსის გადამოწმების ვალდებულების შესახებ;

3.გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან საკრედიტო დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გახადოს ეს ინფორმაცია გადამხდელისთვის ხელმისაწვდომი გადამხდელთან წინასწარ შეთანხმებული ფორმით შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არა უგვიანეს საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულების ვადის