1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას.
2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი.
3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე.
4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის.
5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საგადახდო დავალება 1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას. 2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი. 3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე. 4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის. 5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლისთ დადგენილისგან განსხვავებული წესი.