საკრედიტო საგადახდო დავალება სრულდება „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლითა ან ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში.
თუ გადახდის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გადასცეს აღნიშნულ სისტემებს საკრედიტო საგადახდო დავალება შესასრულებლად საგადახდო დავალების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა.
დასაშვებია საკრედიტო დავალების შესრულება გადამხდელის პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში, თუ მიმღები აღიარებს გადამხდელის მიერ გადახდის შესრულებას გადამხდელის პროვაიდერის მიერ გადამხდელის საკრედიტო საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე საბანკო დღეს.
გადამხდელის ბანკი ვალდებულია, 10000 (ათი ათასი) ლარი და მეტი ოდენობის თანხის გადახდის ოპერაცია შეასრულოს აღნიშნული დავალების მიღების დღეს დაუყოვნებლივ, თუ გადამხდელსა და მის ბანკს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არაუგვიანეს „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადის