1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, თუ გადამხდელი ახორციელებს საკრედიტო გადარიცხვის ინიციირებას, როდესაც გადამხდელი და მიმღები ერთი და იგივე პირია და ის ორივე საგადახდო ანგარიშს ფლობს ერთსა და იმავე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ანგარიშზე წვდომა მომხმარებელმა განახორციელა მხოლოდ ცოდნის ან უნიკალურობის კატეგორიის ელემენტის გამოყენებით. აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უნდა ახორციელებდეს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზ