1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, თუ გადამხდელი ქმნის, ცვლის ან პირველად ახორციელებს განმეორებადი/პერიოდული გადახდის ოპერაციების სერიის ინიციირებას.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სერიაში შემავალი ყველა მომდევნო გადახდის ოპერაციის ინიციირებისთვის, თუ განმეორებადი/პერიოდული გადახდის ოპერაციის თანხა და მიმღები უცვლელია.

3. თუ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მომსახურება გულისხმობს ერთი და იმავე ოდენობის თანხის კონვერტაციით გადახდის ოპერაციის განხორციელებას ერთი და იმავე მიმღების სასარგებლოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელებამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლისთვის ცნობილი გახადოს კონვერტაციის კურსი.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ასევე უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სერიაში შემავალი ყველა მომდევნო გადახდის ოპერაციის ინიციირებისთვის, თუ განმეორებადი/პერიოდული გადახდის ოპერაციის მიმღები უცვლელია და მომხმარებელს ცალსახად აქვს განსაზღვრული შესასრულებელი ოპერაციების თანხის ოდენობის გამოთვლის პრინციპ