1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს ზომები ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უნიკალურობის კატეგორიის იმ ელემენტების მიმართ, რომელთა წაკითხვა ხორციელდება გადამხდელისთვის მიწოდებული წვდომის ტექნიკური მოწყობილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიერ, არაუფლებამოსილი პირების მიერ ამ ელემენტების მოპოვების რისკების შესამცირებლად.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, სულ მცირე, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიერ არაუფლებამოსილი პირების გადამხდელად ავთენტიფიკაციის მნიშვნელოვნად დაბალი ალბათობა.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ელემენტების გამოყენების მიმართ შეიმუშაოს და დანერგოს ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე არაუფლებამოსილი წვდომით ამ ელემენტების არაუფლებამოსილი გამოყენებ