1. დაწესებულებების არქივი იმ საარქივო დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის დაკომპლექტების წყაროსაც ის წარმოადგენს, ატარებს განსაკუთრებულად ღირებული და უნიკალური დოკუმენტების გამოვლენასა და აღრიცხვას.
2. არქივში დაცული თითოეული ფონდის გამოვლენილ განსაკუთრებულად ღირებულ და უნიკალურ დოკუმენტებზე დგება განსაკუთრებულად ღირებული დოკუმენტების ანაწერი, რომელიც განიხილება დაწესებულების საექსპერტო კომისიის მიერ, თანხმდება საარქივო დაწესებულებასთან და მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ (დანართი №23)