1. დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტების მთელი ერთობლიობა შეადგენს მის დოკუმენტურ ფონდს.
2. ა) დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტები შენახვის ვადების მიხედვით იყოფა:
– დროებით შესანახ (10 წლის ჩათვლით);
– ხანგრძლივად შესანახ (10 წელზე ზევით);
– მუდმივად შესანახ დოკუმენტებად.
ბ) მუდმივად შესანახი დოკუმენტები, ე.ი. დოკუმენტები, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული მნიშვნელობა, შეადგენს დაწესებულების საარქივო ფონდს, რომელიც წარმოადგენს ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელ ნაწილს.
გ) დოკუმენტების შენახვის ვადები დგინდება მათი შემფასებელი ექსპერტიზის საფუძველზე; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის წესი განსაზღვრულია წინამდებარე წესების III თავში.
3. საარქივო ფონდის ნაირსახეობებია:
ა) დაწესებულების საარქივო ფონდი, რომელიც შედგება მისი საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტებისაგან;
ბ) გაერთიანებული საარქივო ფონდი, რომელიც შედგება ერთმანეთთან ისტორიულად და/ან ლოგიკურად განპირობებული ურთიერთობების მქონე (საქმიანობის ერთგვაროვნება და მონაცვლეობა, დაქვემდებარებულობა, საქმიანობის ობიექტისა და დროის ერთიანობა, ადგილმდებარეობა და სხვ.) ორი ან მეტი ფონდშემქმნელი დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტებისაგან;
გ) პირადი წარმოშობის საარქივო ფონდი, რომელიც შედგება ცალკეული პირის, ოჯახის, გვარეულობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პროცესში წარმოქმნილი და დაწესებულების არქივში შესანახად მიღებული დოკუმენტებისაგან.
4. საარქივო კოლექცია ეწოდება სხვადასხვა წარმოშობის ცალკეული დოკუმენტების ერთობლიობას, რომლებსაც აერთიანებს ერთი ან რამდენიმე ნიშანი (თემატური, სახეობრივი, საობიექტო, საავტორო, ქრონოლოგიური და სხვა)
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 34. დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი
თავი VI — დოკუმენტების ორგანიზაცია არქივში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 23. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. დოკუმენტების განლაგება საცავებში
- მუხლი 29. საცავებიდან საქმეთა გაცემის წესი
- მუხლი 30. დოკუმენტების ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 31. დოკუმენტების არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება
- მუხლი 32. არქივის განსაკუთრებულად ღირებული და უნიკალური დოკუმენტები
- მუხლი 33. სადაზღვევო ფონდი და სარგებლობის ფონდი
- მუხლი 35. საარქივო დოკუმენტების საფონდო კუთვნილების განსაზღვრა და საარქივო ფონდის შექმნა
- მუხლი 36. გაერთიანებული საარქივო ფონდი
- მუხლი 37. პირადი წარმოშობის საარქივო ფონდი
- მუხლი 38. საარქივო კოლექცია
- მუხლი 39. საარქივო ფონდის ქრონოლოგიური ფარგლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 34, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-34/