1. გაერთიანებული საარქივო ფონდები შეიძლება შეიქმნას:
ა) მიზნობრივი დანიშნულებისა და ფუნქციების მიხედვით იმ ერთგვაროვან თანამოსახელე დაწესებულებათა დოკუმენტებისაგან, რომლებიც მოქმედებენ განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
ბ) იმ დაწესებულებათა დოკუმენტებისაგან, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საქმიანობის ობიექტით;
გ) თანამიმდევრულად ერთმანეთის შემცვლელ დაწესებულებათა დოკუმენტებით, თუ წინამორბედთა ფუნქციები მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემოდა მათ უფლებამონაცვლეებს.
2. არ დაიშვება გაერთიანებული საარქივო ფონდების შექმნა საქართველოს კონსტიტუციით, ავტონომიური რესპუბლკების კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დოკუმენტებისაგან, აგრეთვე წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების საკითხებზე ამ ორგანოებისა და საარჩევნო კომისიების დოკუმენტებისაგან.
3. გაერთიანებული საარქივო ფონდების შექმნა ითვალისწინებს საქმეთა ხელახლა დაშიფვრას (ფონდების, ანაწერების ნომრების შეცვლას), შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენას, გაერთიანებული ფონდის დოკუმენტების განლაგებას საცავის ერთ ადგილას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქმეთა ახალ სისტემატიზაციას და ახალი ანაწერების შედგენას.
4. გაერთიანებული საარქივო ფონდის სახელწოდება შედგება მასში შესული ფონდების განზოგადებული სახელწოდებისაგან ან ხელმძღვანელი დაწესებულების სახელწოდებისა და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების განზოგადებული სახელწოდებისაგან
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 36. გაერთიანებული საარქივო ფონდი
თავი VI — დოკუმენტების ორგანიზაცია არქივში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. საქმისწარმოების ერთიანი წესები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების,
- მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში საარქივო საქმის მართვას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები, ამოცანები და ფუნ
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 36. 1. საქართველოს საარქივო საქმის განვითარების მიზნით ეროვნული არქივის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოიცავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტ
- მუხლი 29. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს სამინისტრო
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. დოკუმენტების ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 31. დოკუმენტების არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება
- მუხლი 32. არქივის განსაკუთრებულად ღირებული და უნიკალური დოკუმენტები
- მუხლი 33. სადაზღვევო ფონდი და სარგებლობის ფონდი
- მუხლი 34. დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი
- მუხლი 35. საარქივო დოკუმენტების საფონდო კუთვნილების განსაზღვრა და საარქივო ფონდის შექმნა
- მუხლი 37. პირადი წარმოშობის საარქივო ფონდი
- მუხლი 38. საარქივო კოლექცია
- მუხლი 39. საარქივო ფონდის ქრონოლოგიური ფარგლები
- მუხლი 40. დოკუმენტების ორგანიზაცია საარქივო ფონდის ფარგლებში
- მუხლი 41. პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 36, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-36/