1. ა) პირადი შემადგენლობის დოკუმენტები გამოიყოფა ცალკე ჯგუფად, მათი სისტემატიზაცია ხორციელდება განცალკევებულად და შეიტანება ცალკე ანაწერში.
ბ) პირადი შემადგენლობის დოკუმენტების სარეგისტრაციო-სააღრიცხვო ფორმები (მიღების, გადაადგილების, გათავისუფლების შესახებ ბრძანებების (განკარგულებების), პირადი ბარათების, პირადი საქმეების, შეთანხმებების, კონტრაქტების და სხვა სააღრიცხვო დავთრები, ჟურნალები) შეიტანება პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ანაწერში.
2. პირადი საქმეები, თუკი ისინი გადაიცემოდა ერთი დაწესებულებიდან მეორეში თანამშრომელთა გადაყვანასთან დაკავშირებით, შეიტანება მათი მიმღები დაწესებულების დოკუმენტურ (საარქივო) ფონდში. გათავისუფლებული თანამშრომლების პირად საქმეებზე შეიძლება შედგეს ცალკე ანაწერი.
3. როგორც წესი, პირადი შემადგენლობის საქმეების სისტემატიზაცია ხორციელდება ქრონოლოგიური ნიშნის მიხედვით. მუშაკთა დიდი რაოდენობის მქონე მსხვილ დაწესებულებათა არქივებში შეიძლება გამოყენებული იქნეს პირადი საქმეების სისტემატიზაციის სტრუქტურულ-ქრონოლოგიური პრინციპები.
4. ა) თითოეული წლის ფარგლებში პირადი შემადგენლობის საქმეების სისტემატიზაცია ხორციელდება მნიშვნელობის მიხედვით – ბრძანებები (განკარგულებები) სამსახურში (სასწავლებელში და ა.შ.) მიღების, გადაადგილების, გათავისუფლების (სასწავლებლის და ა.შ. დამთავრების) შესახებ, პირადი ანგარიშები, სიები, პირადი შემადგენლობის დოკუმენტების სააღრიცხვო ჟურნალები, სხვა სარეგისტრაციო-სააღრიცხვო დოკუმენტები, პირადი საქმეები, პირადი ბარათები.
ბ) დათხოვნილი თანამშრომლების პირადი საქმეები და პირადი ბარათები მიეკუთვნება დათხოვნის წელს და მათი სისტემატიზაცია ხორციელდება თითოეული ჯგუფის ფარგლებში გვარების ანბანის მიხედვით.
თავი VII
დოკუმენტების აღრიცხვა არქივშ
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 41. პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ორგანიზაცია
თავი VI — დოკუმენტების ორგანიზაცია არქივში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. საარქივო დოკუმენტების საფონდო კუთვნილების განსაზღვრა და საარქივო ფონდის შექმნა
- მუხლი 36. გაერთიანებული საარქივო ფონდი
- მუხლი 37. პირადი წარმოშობის საარქივო ფონდი
- მუხლი 38. საარქივო კოლექცია
- მუხლი 39. საარქივო ფონდის ქრონოლოგიური ფარგლები
- მუხლი 40. დოკუმენტების ორგანიზაცია საარქივო ფონდის ფარგლებში
- მუხლი 42. ზოგადი მოთხოვნები დოკუმენტების აღრიცხვისადმი
- მუხლი 43. სააღრიცხვო ერთეულები
- მუხლი 44. არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა
- მუხლი 45. ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესი
- მუხლი 46. დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 41, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-41/