1. საარქივო ფონდის ქრონოლოგიური ფარგლებია:
ა) დაწესებულების საარქივო ფონდის – მისი შექმნისა (რეგისტრაციისა) და ლიკვიდაციის ოფიციალური თარიღები;
ბ) გაერთიანებული საარქივო ფონდის – იმ დაწესებულებების საქმიანობის დროის მიხედვით ყველაზე ადრეულის შექმნისა (რეგისტრაციისა) და ყველაზე გვიანის ლიკვიდაციის თარიღები, რომელთა დოკუმენტები შევიდა გაერთიანებულ საარქივო ფოდში;
გ) პირადი წარმოშობის (საოჯახო, საგვარეულო) საარქივო ფონდის – ფიზიკური პირის, ოჯახის ან საგვარეულოს წევრების დაბადების და გარდაცვალების თარიღები.
2. საარქივო კოლექციის ქრონოლოგიური ფარგლებია ყველაზე ადრეული და ყველაზე გვიანი დოკუმენტის თარიღები