1. ა) დაწესებულების განსაკუთრებულად ღირებულ და უნიკალურ დოკუმენტებზე მიკროფილმირების გზით იქმნება სადაზღვევო პირები (პირველი თაობის ნეგატივები რულონურ ფირზე ან მიკროფიშებზე).
ბ) არქივში დაცული დოკუმენტების სადაზღვევო პირების ერთობლიობა შეადგენს სადაზღვევო ფონდს. სადაზღვევო ფონდი იქმნება ღირებული დოკუმენტური ინფორმაციის შენარჩუნების მიზნით დედნების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
2. ა) სადაზღვევო ფონდის შექმნასთან ერთად იქმნება სარგებლობის ფონდი (პოზიტიური მიკროფილმები და ციფრული მატარებლები).
ბ) სარგებლობის ფონდი შეიძლება აგრეთვე შეიქმნას მიზნობრივი წესით ყველაზე უფრო გამოყენებული დოკუმენტური კომპლექსების მიხედვით დოკუმენტების ქსეროპირგადაღების ან პირების შექმნის გზით ელექტრონულ მატარებლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დოკუმენტის პირისა და დედნის იდენტურობას.
თავი VI
დოკუმენტების ორგანიზაცია არქივშ
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 33. სადაზღვევო ფონდი და სარგებლობის ფონდი
თავი V — არქივის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. დოკუმენტების შენახვის რეჟიმები
- მუხლი 28. დოკუმენტების განლაგება საცავებში
- მუხლი 29. საცავებიდან საქმეთა გაცემის წესი
- მუხლი 30. დოკუმენტების ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 31. დოკუმენტების არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება
- მუხლი 32. არქივის განსაკუთრებულად ღირებული და უნიკალური დოკუმენტები
- მუხლი 34. დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი
- მუხლი 35. საარქივო დოკუმენტების საფონდო კუთვნილების განსაზღვრა და საარქივო ფონდის შექმნა
- მუხლი 36. გაერთიანებული საარქივო ფონდი
- მუხლი 37. პირადი წარმოშობის საარქივო ფონდი
- მუხლი 38. საარქივო კოლექცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 33, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-33/