მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლი · სკ 826
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1143-2025
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გერმანული სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ცალკე აღებული დელიქტის ამ სახეს, თუმცა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ განზრახ აყენებს ზიანს სხვა პირს, ვალდებულია, ამ უკანასკნელს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
- საქმე №ას-122-2025
საკასაციო საჩივარი ემყარება სსსკ-ის მე-4 და 105-ე მუხლებისა და სსკ-ის 799-ე, 826-ე და 829-ე მუხლების დარღვევას. 22. კასატორი აღნიშნავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განზრახ არასწორი/ყალბი ინფორმაცია მიეწოდა მზღვეველს, და ამ გარემოების უარყოფის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია.
- საქმე №ას-124-2022
კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის დამაჯერებლობის შემთხვევაშიც კი, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა სსკ-ის 826-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან, ხსენებული ნორმის შესაბამისად, მზღვეველი არ არის ვალდებული, გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.
- საქმე №ას-1479-2019
ესე იგი დგინდება, რომ მზღვეველს მოუწევს არა რეალური ღირებულების გადახდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფასებით ზარალის ანაზღაურება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 826-ე მუხლთან. 38. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებასაც. 39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
- საქმე №ას-383-383-2018
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 799-ე, 826-ე, 832-ე და 992-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 8.1.
- საქმე №ას-928-893-2016
- საქმე №ას-368-349-2015
- საქმე №ას-698-668-2014
- საქმე №330210116001276234
- საქმე №330210016001211530
- საქმე №330210016001620007
- საქმე №330210018002307802
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 260. 1. სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს სრული სადაზღვევო თანხის გადახდის გზით გათავისუფლდეს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობისაგან. იგი ვალდებულია ამ უფლების გა
- მუხლი 268. 1. მზღვეველს, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადახდილი თანხის ფარგლებში ენიჭება უფლება მოთხოვნებზე, რომლებიც დამზღვევს (ან სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებ სხვა პირს) შეუძლია წარუდგინოს ზიან
- მუხლი 236. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს თავისი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება საზღვაო დაზღვევის პირობები (პოლისი, სადაზღვევო სერტიფიკატი და ა.შ.)
- მუხლი 258. დამზღვევის მოთხოვნით მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო თანხის ფარგლებში წარმოადგინოს საერთო ავარიის შესატანის გადახდის უზრუნველყოფა
- მუხლი 241. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისას მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ დაზღვევის დროს გაცემული პოლისის ან სხვა სადაზღვევო საბუთების წარმოდგენა
- მუხლი 118. სადაზღვევო შენატანების ხარჯების გამოქვითვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო
- მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა
- მუხლი 822. სადაზღვევო შედარება
- მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი
- მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა
- მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა
- მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა
- მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა
- მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
- მუხლი 830. მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა
- მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 826, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-826/