განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
330210116001276234
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001276234

საქმე №2ბ/6851-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - სს “სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ი“

წარმომადგენელი - ჯ--- ა---–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - რუ--–-- ქა------ა

წარმომადგენელი - მ------ გ-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. სს ,,სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. მოპასუხეს რუ--–-- ქა------ას, მოსარჩელე სს,,სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხე რუ--–-- ქა------ასათვის 5244 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 02 თებერვალს, ქ. თბილისში, შ--------ს ქუჩის მიმდებარედ მოხდა შეჯახება ავტომანქანა მერსედესს და ავტომანქანა ,,შ-----ა“-ს შორის, რომელიც დაზღვეული იყო სს ,,სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ში“.

 

2.2. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად და ბრალეულ მძღოლად მიჩნეული იქნა რუ--–-- ქა------ა.

 

2.3. სს ,,სა----------ო კო-----ა ჯ--------- ჰო-–-----მა“, შპს ,,ი------ ს--------“ სახელზე, გადარიცხა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის თანხა 6744 ლარი.

 

2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ 2016 წლის

02 თებერვალს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სს ,,სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ში“, დაზღვეული შ-----ას მარკის ავტო -სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 6744 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც (ივნოისი,საგადახდო ქვითარი), ირკვევა რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ,,შ-----ა“-ს აღდგენითი ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა შპს

,,ი------ სერვისში“და ავტომანქანის აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 6744 ლარი .

 

მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის მოცულობას და მიუთითებს, რომ მასალებით არ ირკვევა ნივთის ავტოსაგზაო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობა, შესაბამისად, დაუდგენელია ზიანი მისი მოქმედებით იქნა გამოწვეული თუ არა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების პრინციპი არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზანი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის განსაზღვრა. ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მის მიერ ანაზღაურებული ზიანის გაანგარიშება საბაზრო ღირებულების მიხედვით. ასეთად სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ი------ს--------“ მიერ გაცემულ ინვოისს, მით უფრო საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება დაზიანებების ხარისხის და დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 1500 ლარის ნაწილში, სწორედ ამ ოდენობით უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რამდენადაც მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, ისევე როგორც მისი ოდენობა.

 

ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე და მოპასუხე გაწეული მომსახურების ღირებულების განსახვავებულ ოდენობაზე მიუთითებენ, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღდგენილიყო დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,შ-----ა“-ს აღდგენითი ღირებულება ადეკვატურია 1500 ლარის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სა----------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სა----------ო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სა----------ო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სა----------ო თანხა სა----------ო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სა----------ო ღირებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, როდესაც მზღვეველზე გადადის ის მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, სა----------ო საზღაურის ფარგლებში, რაც ცნობილია

„სუბროგაციის“ პრინციპით. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სა----------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის ადგილს იკავებს სა----------ო კო-----ა (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სა----------ო კო-----ით (მზღვეველით). სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. აღნიშნულის გამო, უნდა განვასხვაოთ სა----------ო-სამართლებრივი ზიანი და სამოქალაქო-სამართლებრივი ზიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სა----------ო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს უფლება აქვს წარადგინოს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებელი, მათ შორის ზიანის მოცულობის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სა----------ო კო-----ას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას,არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია, რათა გამოირიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლოს საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალეული პირის რუ--–-- ქა------ას მიერ ასანაზღაურებელი თანხა უნდა განისაზღვროს 1500 ლარით, სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს დელიქტურ- სამართლებრივი ვალდებულების სავალდებულო ელემენტი და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს და შესაბამისად, დამზღვევს, წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც როგორც სა----------ო მომსახურება, ასევე სერვისული მომსახურება შეძენილი აქვს სახელმწიფო შესყიდვებით.

 

დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოებულია 2013 წელს და მისი ავტონაწილების მოძიება მეორადი ნაწილების ბაზრობაზე შეუძლებელია. ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა საპოლიციო უფლებამოსილების განხორციელებისათვის განკუთვნილ მანქანას, რაც მას განასხვავებს სხვა საბაზისო მოდელებისაგან. სა----------ო კო-----ის მიერ წარდგენილი შეფასება შედგენილია მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ, რასაც ადასტურებს შეფასების ფურცელზე განთავსებული ლოგოც.

 

3.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

რუ--–-- ქა------ას მიერ უნდა მოხდეს იმ ოდენობის თანხის გაღება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება აღდგეს დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში. ამასთან, აღდგეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საპოლიციო უფლებამოსილების განხორციელება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დასტურდება, რომ 03.02.2016წ. თბილისში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე (მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება) სამართალდამრღვევად და ბრალეულ მძღოლად მიჩნეულ იქნა რუ--–-- ქა------ა (შემდგომში „მოპასუხე“) (ტ.1, ს.ფ.16).

 

4.2. სს “სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ი“ (შემდგომში „მოსარჩელე) ითხოვს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურებას იმ დასაბუთებით, რომ:

- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელესთან დაზღვეული ავტომანქანა S------------- სახელმწიფო ნომრით „S---------“;

- მოსარჩელემ სა----------ო ხელშეკრულების ფარგლებში აანაზღაურა დამდგარი ზიანი, კერძოდ, დაზიანებული ავტომობილის აღდგენისთვის შპს ,,ი------ ს--------“ ანგარიშზე გადარიცხა 6744 ლარი;

- შესაბამისად, მასზე, როგორც მზღვეველზე, გადავიდა უფლება - ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს მოპასუხეს - ზიანის მიმყენებელს (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 100-112; ინვოისი, ტ.1, ს.ფ.19,114;).

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სა----------ო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სა----------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სა----------ო კო-----ა (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სა----------ო კო-----ით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (შდრ. სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012; სუსგ ას-383-383-2018, 15.05.2018).

 

შესაბამისად, სუბროგაციის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ არსებობდეს დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აანაზღაურა ზიანი მზღვეველმა, რომელზეც გადავიდა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

4.4. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული ავტომანქანა S------------- სარეგისტრაციო ნომრით „S--------“ (საიდენტიფიკაციო კოდი: TM--------------9), რომლის აღდგენის ღირებულებაც მოთხოვნილია სარჩელით, წარმოადგენს მოსარჩელე სა----------ო კო-----აში დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

 

საქმეში წარმოდგენილია ავტომობილების დაზღვევის პოლისი, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილი - მარკა, მოდელი, S-------------, სარეგისტრაციო ნომრით - F----7 (VIN კოდი: TM--------------5) და ავტომობილი - მარკა, მოდელი, S-------------, სარეგისტრაციო ნომრით - AF----F (VIN კოდი: T---------------3) დაზღვეულია მოსარჩელესთან (ტ.1, ს.ფ. 17,18; 57,58). რაც შეეხება სადავო ავტომობილს - S------------- სარეგისტრაციო ნომრით „S--------“ (საიდენტიფიკაციო კოდი: TM--------------9), საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება მასზედ, რომ აღნიშნული მანქანა დაზღვეული იყო მოსარჩელესთან. ასეთ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს (იხ.:24.04.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 17:36:23 – 17:37:07).

 

4.5. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, რომც დასტურდებოდეს დაზიანებული მანქანის მოსარჩელესთან დაზღვევის ფაქტი, საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება, რომ მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზიანი დაანგარიშებულია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (და არა გაუმჯობესების) პრინციპით და მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, რასაც არ მოყვა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. ასეთ მტკიცებულებად თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია შპს ,,ი------ ს--------“ მიერ გაცემული ინვოისი.

 

ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება დაზიანებების ხარისხის და დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც აუცილებელია ზიანის მოცულობის, ასევე მოპასუხის ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მოპასუხეზე 5244 ლარის დაკისრების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 1, ს.ფ. 167).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს “სა----------ო კო-----ა ჯ------- ჰო-–-----ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე