1. პაციენტი, რომელიც დაზღვეულია სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში და სადაზღვევო კომპანიის მიერ დაირღვა პოლისით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობები, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება დაზღვეულის სასარგებლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
2. პაციენტი, რომლის სამედიცინო მომსახურება/ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაირღვა პოლისით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობები, სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ დაეკისრება მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
3.
თუ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ლეტალური შედეგი სადაზღვევო კომპანიის მიზეზითაა გამოწვეული, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება მიყენებული ზიანი.
4.
თუ პაციენტს, სადაზღვევო კომპანიის ქმედების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, მხარეს დაეკისრება მიყენებული ზიანი.
5. თუ პაციენტის ქმედების შედეგად სადაზღვევო კომპანიას მიადგა ქონებრივი ზიანი – პაციენტს დაეკისრება სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებ