1. თუ სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ან სამედიცინო მომსახურება/ ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში: სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ეკისრება გადასახდელი თანხის ანაზღაურება და სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლო, ხოლო თუ სამედიცინო მომსახურება/ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. მონიტორინგის (ინსპექტირების) ან სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების არასწორი კორექტირებისას სადაზღვევო კომპანიას ეკისრება გადასარიცხი თანხის გადახდა და მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
3. თუ სამედიცინო დაწესებულების ქმედების შედეგად სადაზღვევო კომპანიას მიადგა ქონებრივი ზიანი, სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებ