1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება სამხედრო დანიშნულების ქონებას − მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს, მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების ან ქონების ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანებული სამხედრო დანიშნულების ქონება დაწესებულების მიერ საკუთრებაში გადაეცემა მზღვეველს:
ა) თუ მზღვეველმა აანაზღაურა სამხედრო დანიშნულების ქონების ანაზღაურების დროისათვის ამ ქონების იდენტური დაუზიანებელი ნივთის ღირებულება;
ბ) დაწესებულების მიერ დაზიანებული სამხედრო დანიშნულების ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების მიღების შემდეგ.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და დაწესებულებას შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.
4. მზღვეველი, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სამხედრო დანიშნულების ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის დაწესებულების მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვი