1. რეალიზებას შეიძლება დაექვემდებაროს დაწესებულების მიერ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, ნედლეული, მასალა).

2. რეალიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ელექტრონულ აუქციონში ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის სარეალიზაციოდ გატანილ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებულ ქონებაში (ჯართში, ნედლეულში, მასალაში) და შეასრულებს დადგენილ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. რეალიზაციის შედეგად სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან/და სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია.

4. შედეგად დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველ