1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი შეიძლება დაიშალოს დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი გადაწყვეტილებით. ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიიღება სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. დაშლის შედეგად მიღებული:
ა) გამოსაყენებლად ვარგისი სამხედრო დანიშნულების ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა სამხედრო დანიშნულების ქონების სარემონტო და აღდგენით სამუშაოებში ან/და სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში საწარმოებლად, სასწავლო თვალსაჩინოებად, სამიზნედ, სამუზეუმო ექსპონატად, ცდებისთვის;
ბ) გამოსაყენებლად უვარგისი სამხედრო დანიშნულების ქონება ექვემდებარება განკარგვას ამ დებულებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის სხვა ფორმებით.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების დაშლის შემდეგ დაშლაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება დაშლის აქტი, რაც წარმოადგენს დაშლილი სამხედრო ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და დაშლის შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების დაშლას უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულება ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი;
ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
გ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.
5. დაშლის შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების დახარისხებას ვარგის ან უვარგის ქონებად ახდენს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან/და დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ჯგუფი, ამავე სამართლებრივი აქტით დადგენილი წესი