1. განადგურებას შეიძლება დაექვემდებაროს აღრიცხვიდან მოხსნილი და ჩამოწერილი სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი, თუ:

ა) იგი წარმოადგენს საფრთხის წყაროს;

ბ) მისი სხვა ფორმებით განკარგვა მიზანშეუწონელია;

გ) მისი განადგურების საჭიროება გამომდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებიდან ან/და კანონმდებლობიდან.

2. წერილობით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ქონების განადგურების შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. სამხედრო დანიშნულების ქონების განადგურებას უზრუნველყოფს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან სხვა დაწესებულება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.

4. განადგურებას დაქვემდებარებული ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება განადგურებას დაქვემდებარებული ქონება, ამ ქონების მახასიათებლები, რაოდენობა, ზომა, წონა, მოცულობა.

5. სამხედრო დანიშნულების ქონება შეიძლება განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის/სტანდარტის მიხედვით ან ნატოს/ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის/სტანდარტის დაცვით, თუ კანონმდებლობით დადგენილი არ არის ამგვარი ქონების განადგურების წესი/სტანდარტი. ქონების გასანადგურებლად გამოსაყენებელ წესს/სტანდარტს შეარჩევს განადგურებაზე უფლებამოსილი პირი, დაწესებულებასთან შეთანხმებით.

6. განადგურების შემდეგ განადგურებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება განადგურების აქტი, რაც წარმოადგენს განადგურებული სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესი