თავი VIII — ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია
1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის, ზედმეტი ეგზემპლარი ან/და შავი მასალა, რომელიც ოფიციალური მოხმარებისთვის საჭირო აღარ არის, ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. რეგისტრებში დაცული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა გადაიხედოს მისი განადგურების საჭიროების დასადგენად. ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გასანადგურებლად ამ ინფორმაციის ავტორის თანხმობის მიღება აუცილებელი არ არის.
2. CONFIDENTIAL დონის და კლასიფიკაციის უფრო მაღალი დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურებისათვის სავალდებულოა მისი შესაბამის რეგისტრში დაბრუნება. გასანადგურებელი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს განადგურების აქტში, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ რეგისტრისათვის პასუხისმგებელი პირი და შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე მიუკერძოებელი ოფიციალური პირი, რომლებსაც აქვთ აღნიშნული ინფორმაციის განადგურების პროცესზე დასწრების წერილობითი ნებართვა.
3. RESTRICTED დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის ან ამონაწერის განადგურების უფლება აქვს ამ დოკუმენტის მიმღებს, იმ პირობით, რომ იგი დედანი არ არის, ხოლო ასლი შესაბამის რეგისტრში ინახება.
თავი VIII1
ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3954
წინა რედაქცია (12.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურება 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის, ზედმეტი ეგზემპლარი ან/და შავი მასალა, რომელიც ოფიციალური მოხმარებისთვის საჭირო აღარ არის, ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. რეგისტრებში დაცული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა გადაიხედოს მისი განადგურების საჭიროების დასადგენად. ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გასანადგურებლად ამ ინფორმაციის ავტორის თანხმობის მიღება აუცილებელი არ არის. 2. CONFIDENTIAL დონის და კლასიფიკაციის უფრო მაღალი დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურებისათვის სავალდებულოა მისი შესაბამის რეგისტრში დაბრუნება. გასანადგურებელი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს განადგურების აქტში, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ რეგისტრისათვის პასუხისმგებელი პირი და შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე მიუკერძოებელი ოფიციალური პირი, რომლებსაც აქვთ აღნიშნული ინფორმაციის განადგურების პროცესზე დასწრების წერილობითი ნებართვა. 3. RESTRICTED დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის ან ამონაწერის განადგურების უფლება აქვს ამ დოკუმენტის მიმღებს, იმ პირობით, რომ იგი დედანი არ არის, ხოლო ასლი შესაბამის რეგისტრში ინახება. თავი IX პასუხისმგVIII1 ებლვრობკა სახელმწვშიფო რის საიდუმლო ების შესახებ საქართველოს კანფონრმდებლობის დარღვევცისათვის