1. კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია, ფუნქცია-მოვალეობებისა და „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“ (need-to-know) პრინციპის გათვალისწინებით, განსაზღვროს მისთვის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაგრძელების საჭიროება და აცნობოს თავდაცვის სამინისტროს.
2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 5 წლის ვადით და მისი განახლება უნდა მოხდეს მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) განახლება, პირს უნდა დაევალოს ისეთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომლებიც არ მოითხოვს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომას.
3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლამდე პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე, ხდება აღნიშნული პირის სახელზე გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების დროებით შეჩერება. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, რომლის გასვლის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) უქმდება.
4. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდში პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, რომელზეც მოითხოვება დაშვება ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, თავდაცვის სამინისტრო განაახლებს მის სახელზე გაცემულ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას (სერტიფიკატს), შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიღების საჭიროების შემთხვევაში, პირმა ხელახლა უნდა გაიაროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების სრული პროცედურ