1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (Personnel Security Clearance (PSC)) არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი და არის 2  სახის:

ა) ფორმა „A“ (Personnel Security Clearance Certificate) – ზოგადი სახისაა და გაიცემა 5 წლამდე ვადით იმ ფიზიკურ პირზე, რომლის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების საჭიროება განსაზღვრულია შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურით;

ბ) ფორმა „B“ (Certificate of Security Clearance) – კონკრეტული სახისაა და გაიცემა ფორმა „A“-ს მქონე ფიზიკურ პირზე, ნატოს ეგიდით გამართულ კონკრეტულ ღონისძიებაში (ოფიციალური შეხვედრა, კონფერენცია, სასწავლო კურსი, სემინარი, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციები, წვრთნები და სწავლებები და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.

2. ფორმა „B“-ს გაცემა ფორმა „A“-ს არმქონე ფიზიკურ პირებზე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილები