1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანდიდატის შესახებ ინფორმაციის განხილვას, რომელიც:
ა) NATO RESTRICTED (შეზღუდული სარგებლობისათვის) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 3 წლის პერიოდის მონაცემებს;
ბ) NATO CONFIDENTIAL (საიდუმლო) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 5 წლის პერიოდის მონაცემებს;
გ) NATO SECRET (სრულიად საიდუმლო) და COSMIC TOP SECRET (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 10 წლის პერიოდის მონაცემებს.
2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს კანდიდატის მიერ შევსებულ „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარში“ (დანართი №2) წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემთა ბაზებში მის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჩანაწერების არსებობის დადგენის მიზნით.
3. კანდიდატის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს გასაუბრებას როგორც უშუალოდ კანდიდატთან, ასევე მის უშუალო ხელმძღვანელთან.
4. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს კანდიდატის შესახებ განაცხადით წარდგენილ დოკუმენტაციას და თითოეული რისკფაქტორის შეფასებით, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებიდან კანდიდატთან დაკავშირებით გამოთხოვილი პოზიციის საფუძველზე განსაზღვრავს მისთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მინიჭების მიზანშეწონილობას.
5. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო დოკუმენტაციას კანდიდატის შესახებ წარუდგენს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაშ