1. COSMIC TOP SECRET (CTS) დონის კლასიფიცირებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დაცვით:
ა) შესაბამისი დონის უსაფრთხოების კონტეინერში დამატებითი კონტროლის ერთ-ერთი შემდეგი მექანიზმით:
ა.ა) უწყვეტი დაცვა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შესაბამისი ინდივიდუალური დაშვების მქონე დაცვის ან მორიგე პერსონალის მეშვეობით;
ა.ბ) უსაფრთხოების კონტეინერის ინსპექტირება არანაკლებ ყოველი 2 საათისა, დროის შემთხვევითი/არაფიქსირებული ინტერვალებით, დაცვის ან მორიგე პერსონალის მიერ;
ა.გ) შესაბამისი დონის შეღწევის გამომვლენი სისტემისა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის კომბინაციით, რომელიც განგაშის შეტყობინებაზე რეაგირებას მოახდენს იმ სავარაუდო დროში, რაც საჭიროა უსაფრთხოების კონტეინერის მოსახსნელად ან გასატეხად ან ადგილზე არსებული ფიზიკური უსაფრთხოების ზომების გადასალახად;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მოწყობილ ღია შენახვის ადგილას, რომელიც აღჭურვილია შეღწევის გამომვლენი სისტემითა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის კომბინაციით;
გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავში, რომელიც უზრუნველყოფილია შეღწევის გამომვლენი სისტემითა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის კომბინაციით.
2. NATO SECRET (NS) დონის კლასიფიცირებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში, ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დაცვით:
ა) შესაბამისი დონის უსაფრთხოების კონტეინერში, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს;
ბ) კლასიფიცირებული ინფორმაციის ღია შენახვის ადგილას, ერთ-ერთი შემდეგი კონტროლის მექანიზმის დამატებით:
ბ.ა) ტერიტორია, სადაც განთავსებულია აღნიშნული ღია შენახვის ადგილი, უნდა იმყოფებოდეს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შესაბამისი ინდივიდუალური დაშვების მქონე დაცვის ან მორიგე პერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ;
ბ.ბ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შესაბამისი ინდივიდუალური დაშვების მქონე დაცვის ან მორიგე პერსონალი უნდა ახდენდეს ღია შენახვის ადგილის დათვალიერებას ყოველ 4 საათში ერთხელ;
ბ.გ) შეღწევის გამომვლენი სისტემისა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის კომბინაცია, რომლებიც დროულად მოახდენენ რეაგირებას განგაშის შეტყობინებაზე.
3. NATO CONFIDENTIAL (NC) დონის კლასიფიცირებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს იგივე პირობების დაცვით, როგორიც მოითხოვება NATO SECRET (NS) ინფორმაციის დაცვისათვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი კონტროლის მექანიზმების გამოყენების გარეშე.
4. NATO RESTRICTED (NR) დონის კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვა ნებადართულია მექანიკური საკეტით დაკეტილ კონტეინერებში.
5. NATO UNCLASSIFIED (NU) ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას არაუფლებამოსილი წვდომისაგან.
6. დაუშვებელია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და სახელმწიფო ან სხვა ნებისმიერი სახის საიდუმლო ინფორმაციის შენახვა ერთსა და იმავე უსაფრთხოების კონტეინერშ
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვები კანდიდატის შესახებ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა
- მუხლი 34. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაცია
- მუხლი 6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემა
- მუხლი 4. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო (National Communication Security Authority (NCSA))
- მუხლი 8. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) განახლება, შეჩერება ან შეწყვეტა
- მუხლი 3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
- მუხლი 12. შესვლის კონტროლი
- მუხლი 13. ვიზიტორთა გადაადგილების უფლება
- მუხლი 14. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალი
- მუხლი 15. სამუშაო და საკონფერენციო ოთახების უსაფრთხოება
- მუხლი 16. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავები და დაცული ოთახები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 21. კოდირებული საკეტები
- მუხლი 22. საკეტების დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-17/